თაფლი

ფუტკრის პროდუქცია

თაფლი მართლაც რომ საოცარი პროდუქტია - ბუნების უძვირფასესი საჩუქარი და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საგანძური. ის მდიდარია ამინომჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, ეთერზეთებითა და ლიპიდებით. ადამიანები, უხსოვარი დროიდან, მას ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევდნენ.
თაფლი ნახშირწყლების (გლუკოზა, ფრუქტოზა) უმნიშვნელოვანესი წყაროა, ამიტომ ადამიანის ორგანიზმს ენერგიითა და ძალით ავსებს, ამაღლებს კუნთების ტონუსს, იმუნიტეტს, ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას. სისხლის პლაზმაში ხელს უწყობს გლუკოზის რაოდენობის დარეგულირებას, ამიტომ ნატურალური თაფლის მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც. თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და სპორტსმენებისთვის. საერთო გავრცელებული აზრის საწინაღმდეგოდ, თაფლი არ იწვევს ალერგიას. გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ თაფლის იდიოსინკრაზია (თაფლის კომპონენტების გენეტიკურად დეტერმინებული ინდივიდუალური აუტანლობა). ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქცია გამოწვეულია არა თაფლის კომპონენტებით, არამედ მისი მინარევებით. არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული თაფლი.
ადამიანის ორგანიზმი თაფლს 100%-ით ითვისებს. მაგალითისთვის, ჩვენი ორგანიზმი ხორცსა და კვერცხს ითვისებს 95%-ით, ხორბლის პურს 96%-ით, ჭვავის პურს 85%-ით, კარტოფილის 89%-ით. თაფლის დღიური მოხმარების ნორმა მოზრდილებისთვის 50-80 გრამია, ბავშვებისთვის - 15-20 გრამი.
იცით თუ არა, რომ 1 კილოგრამი თაფლის მისაღებად ფუტკრები 4500-ჯერ უნდა გამოფრინდნენ სკიდან და ესტუმრონ ნექტრისთვის 6-10 მილიონ ყვავილს. ძლიერი ოჯახი დღეში აგროვებს 5-10 კგ თაფლს (10-20კგ ნექტარი). მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფუტკარი საშუალოდ ჭამს 1/12 ლიტრ თაფლს, ანუ 400გ!  

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies